პროექტის სახელწოდება:
„დაილოცოს დედაენის შემოქმედი“
პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლეები გაეცნონ იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების ეპიზოდებს და მის შემოქმედებას, დაინტერესდნენ წიგნის კითხვით და აიმაღლონ წიგნიერების დონე.
პროექტის აქტუალობა:
კვლევების შედეგად დადგენილი წიგნიერების დაბალი დონე, წიგნის კითხვისადმი დაინტერესების დეფიციტი და მათი პრევენცია. ასვე მოსწავლეთა დიდი ინტერსესი იკობის მოთხრობებისადმი
პროექტის მიზანი:
გაეცნონ იაკობ გოგებაშვილის მოკლე ბიოგრაფიის წაიკითხონ და ისწავლონ მისი შემოქმედებიდან მათთვის სასურველი ლექსები და მოთხრობები ,დაეუფლონ სწორი და გამართული კითხვის უნარ-ჩვევებს, ჩამოუყალიბდნენ წიგნთან დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევები.
პროექტის სრული აღწერა (ძირითადი აქტივობები):
-პროექტის იდეის, მიზნის, ვადების ,გეგმის გაცნობა;
-დავალებების განაწილება;
- იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების და მოღვაწეობის გაცნობა;
-ისტ-ის გამოყენებით იაკობის სურათების, წიგნების, ლექსების, მოთხრობების პერსონაჟების ჩვენება;
-იაკობის შემოქმედების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
-წასაკითხი მოთხრობების დასახელება;
-ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობა: იაკობის ლექსების და მოთხრობების მოძიება, წაკითხვა და მსჯელობა მათ ირგვლივ;ა,
-ინტერნეტში იაკობის ცხოვრების ეპიზოდების მოძიება და გაცნობა;
-მოთხრობის ინსცენირება „ვანო და ფრინველები“.და ა. შ, მოსწავლეთა სურვილისამებრ;
-ლექსების გამომეტყველებით წაკითხვა;-მოთხრობის ინსცენირება -როლური თამაში;-ლიტერატურული ორატორიის მომზადება თემაზე: „დაილოცოს, დედაენის შემოქმედი“--მოსწავლეთა შეფასება შესრულებული სამუშაოს და ჩართულობის მიხედვით;
მოსწავლეთა ასაკი: 8-9 წელი.
პროექტის ხანგრძლივობა: 1 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები:
, ბიბლიოთეკასთან სისტემატიური ურთიერთობა და ნაწარმოებების მოძიება, ნაწარმოების როლებში გათამაშება-ინსცენირება, ლიტერატურული ორატორიის მომზადება და ღონისძიების ჩატარება, კედლის გაზეთის გამოშვება.
მოსალოდნელი შედეგი:
მოსწავლეები გაეცნობიან იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიას, წარმოდგენა შეექმნებათ იმ სოფლის შესახებ, სადაც იგი დაიბადა და გაიზარდა, გაეცნობიან მის შემოქმედებას, გამოუმუშავდებათ წიგნთან დამოუკიდებლად მუშაობის, გამართული და მხატვრული კითხვის, ინფორმაციის მოძიების უნარ-ჩვევები.
საგანთან / საგნობრივ ჯგუფთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთანკავშირი
შედეგი თვალსაჩინოა, თუ :
-_ქართ. III. 2.-მარტივი გეგმის მიხედვით ყვება წაკითხული ტსქსტის შინარსს;
-მონაწილეობს ინსცენირებაში, არჩევს როლის შესაბამის ინტონააციასა და სხვა გამომსახველობით ხერხებს;ქა
ქართ III. 4.მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას;
ქართ. III. 6. მცირე ზომის სხავადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის,იგავ-არაკის) დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება;
ქართ.III. 7. ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
პროექტის ფასილიტატორი: ნანული დავითაძე
ელ.ფოსტა: nanuli19592@mail.ru
პროექტი „დაილოცოს დედაენის შემოქმედი“
რეფლექსია
მიმდინარე წლის 14 მარტიდან 15 აპრილამდე მე და ჩემი მესამეკლასელები ვმუშაობდით პროექტზე „დაილოცოს დედაენის შემოქმედი.“
რატომ დადავწყვიტე მაინცდამაინც ამ პროექტზე მუშაობა: მოსწავლეთა სახლი ამზადებდა დედაენის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიბას, სადაც მონაწილეობდნენ უფროსკლასელები და ჩემი მოსწავლეების და-ძმები. ამ ფაქტმა ჩემს მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია, სურვილი ჰქონდათ მათაც მიეღოთ მონაწილეობა.. გადავწყვიტე მე დამეკმაყოფილებინა მათი ინტერესი და ამესრულებინა მათი სურვილი. ამასთანავე მინდოდა მოსწავლე საკუთარი სურვილით მიჯდომოდა მისთვის სასურველ მოთხრობას თუ ლექსს და ინტერესით წაეკითხა. ჩემი მიზანი იყო გამართული კითხვის, წიგნთან დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება, მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება.
პროექტის განხორციელების გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე მოსწავლეებს, რამაც მათში დიდი სიხარული გამოიწვია. გავაცანი მათ სამუშაო გეგმა, დავყავი ჯგუფებად და და მივეცი დავალებები, მივყევი ბიბლიოთეკართან და ვთხოვე დახმარებოდა მათ საჭირო მასალების მოძიებაში,ასევე ვთხოვე ისტ-ის პედაგოგს მიმართვის შემთხვევაში მოსწავლეებს ისიც დახმარებოდა.
მოსწავლეები იმდენად მოტივირებული იყვნენ,რომ მეორე დღესვე დაიწყეს მასალების მოძიება. იგრძნობოდა მონდომება და თანამშრომლობა.მეც მომმართეს დახმარებისთვის. მე მათ მივაწოდე იაკობ გოგებაშვილის „საგანძური“ და მისი რამდენიმე მოთხრობა. მოსწავლეებს მოჰქონდათ ლექსები, მოთხრობები, იაკობის ცხოვრებისეული ეპიზოდები, სურათები. მე მათთვის მოვიტანე ლექსები დედაენაზე. მოსწავლეებმა თავისი სურვილით შეარჩიეს და წაიღეს ლექსები. მთელი პროექტის განმავლობაში მოსწავლეებში იგრძნობოდა დიდი პასუხიმგებლობა, მონდომება.
მე ვფიქრობ, პროექტმა დასახულ მიზანს მიაღწია; -მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა ინფორმაციას იაკობის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე;
-წაიკითხეს იაკობის მოთხრობები და ლექსები;
- გარკვეულწილად დაეუფლენ გამართული კითხვის, წიგნთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევებს;
-მოსწავლეებმა შეძლეს თავიანთი ნიჭის და შესაძლებლობების გამოვლენა;
-მშობლები აქტიურად ჩაებნენ სასკოლო ცხოვრებაში;
მოსწავლეები გაწეული მუშაობისთვის წავახალისე სიმბოლური საჩუქრებით და შევაფასე განმავითარებელი შეფასებით
ჩემი აზრით,, მოსწავლეებმა გამოავლინეს შესაძლებლობების მაქსიმუმი. გულდასაწყვეტი იყო ის, რომ გიორგი ფუტკარაძე ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო შემაჯამებელ ღონისძიებას, არადა, როგორი მონდომებით ემზადებოდა გამოსვლისთვის.
ვფიქრობ, სასწავლო პროექტის მიზანი განხორციელდა. ვთვლი, რომ ამ პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოსწავლეთა კითხვის ტექნიკის სრულყოფის, წიგნიერების ამაღლების საქმეში. მოსწავლეებმა შეძლეს თანამშრომლობა, ზოგიერთმა მათგანმა არტისტული ნიჭიც გამოავლინა.
მომავალში, მსგავსი სასწალო პროექტის მომზადების დროს გავითვალიწინებ მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებს და დავგეგმავ დიფერენცირებულ მიდგომებს, მათთვის შევარჩევ შესაფერის ლექსებს. ასევე პროექტის დასაწყისშივე მუშაობაში აქტიურად ჩავრთავ მოსწავლეთა მშობლებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий