გამომეტყველებითი კითხვის წრე ,,ცისარტყელა“
საგანი: ქართული ენა
საფეხური: დაწყებითი კლასები: III კლასი
წრის ხელმძღვანელი: ნანული დავითაძე
მიზანი:
გამომეტყველებით კითხვის უნარების გამომუშავება, შემოქმედებითი უნარების განვითარება, პუბლიკის წინაშე გამოსვლის კომპლექსის დაძლევა, თანამშრომლობის, პრეზენტაციის, წიგნიერების განვითარება, ახალი ლექსიკური ერთეულების მნიშნელობის შესწავლა.
აქტუალობა:
სამწუხაროდ მოსწავლეებს ნაკლებად აინტერესებთ წიგნის კითხვა, საათობით სხედან კომპიუტერებთან. მათი წიგნიერების დონე დაბალია. ვფიქრობ, წრეობრივი მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა წიგნთან დაახლოებას, ისინი ივლიან ბიბლიოთეკაში, ჩერთვებიან მათთვის საინტერესო ღონისძებებში. წრეობრივი მუშაობა ასევე აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაცია, მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებას და ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენას.
თემატიკა:
პატრიოტულ თემატიკაზე შექმნილი ქართველი მწერლების ლექსების შესწავლა-დეკლამირება (ანა კალანდაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, ილია ჭავჭავაძე, ფრიდონ ხალვაში, ზურაბ გორგილაძე). მხატვური კითხვის ოსტატების (გურამ საღარაძე, მურმან ჯინორია, ზინაიდა კვერენჩხილაძე) კითხვის ნიმუშების ამსახველი ვიდეო მასალების ჩვენება.
შესაბამისობა ესგ გათვალისწინებულ შედეგებთან :
ქართ. III. 4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.
· ხმამაღლა კითხულობს მცირე ზომის ტექსტებს, იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან.
· მონაწილეობს ინსცენირებაში, არჩევს როლის შესაბამის ინტონაციასა და სხვა გამომსახველობით ხერხებს;
ქარ. III. 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას და/ან თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა.
· მასწავლებლის დახმარებით შეადგენს საპრეზენტაციო პროგრამას (სლაიდშოუს) ნაცნობი სიუჟეტის გადმოსაცემად;
ქართ. IV. 3. მოსწავლეს შეუძლია მიუსადაგოს სამეტყველო ქცევა დასახულ საკომუნიკაციო ამოცანას.
· ხმამაღლა კითხულობს კლასის წინაშე სასურველ / შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან და ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
· იყენებს ინტონაციას სასვენი ნიშნების ფუნქციით;
· მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.
ქარ. IV. 9. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის მიზნობრივი ტექსტების სათანადოდ გაფორმება და ტექსტის არავერბალური ნაწილების ამოცნობა; ავლენს ტექსტის არავერბალური ინტერპრეტაციის უნარს.
· როლის (მოლაპარაკე ცხოველების, უსულო საგნების) განსასახიერებლად ადეკვატურად იყენებს დამხმარე საშუალებებს (ჟესტს, მიმიკას, დამახასიათებელ მოძრაობას, გარკვეულ არტიკულაციას; მოხერხებულობის, ტყუილის თუ სხვა თვისებებისა და გრძნობების გამომხატველ მინიშნებებს);
· თანაკლასელების ჯგუფთან ერთად განასახიერებს წაკითხული ტექსტის ცალკეული ეპიზოდის / ეპიზოდების მიმიკურ მიზანსცენებს .
წრის მუშაობაში ჩართული პირები:
წრის ხელმძღვანელი, ბიბლიოთეკარი, მესამე-მეოთხე კლასის მოსწავლეები, სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილის გამგე.
მოსწავლეთა ასაკი: 9 - 10 წელი
დრო:
წრის მუშაობა ჩატარდება 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, კვირაში 1 სთ ხუთშაბათობით 13 სთ 30 წთ.
რესურსი:
ლექსები, მცირე ზომის მოთხრობები, იგავ-არაკები, ზღაპრები, ანდაზები, გამოცანები, ენის გასატეხები, ცარცი, დაფა, კალამი, რვეული, კომპიუტერი, ხმის ჩამწერი, მოსწავლის ბუკი, დისკი.
Комментариев нет:
Отправить комментарий