პროექტი -
,,ტყე შეუნახე შვილებსა...“
პროექტის სახელწოდება: „ტყე შეუნახე შვილებსა...“
პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ ბუნებისადმი ადამიანის არასწორმა ზემოქმედებამ და უხეშმა ჩარევამ გამოიწვია ეკოლოგიური საფრთხეები და კატასტროფები.
პროექტის მიზანი: ვასწავლოთ თუ რა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ტყეს ადამიანისთვის, გააცნობიერონ ტყეზე ადამიანის საზიანო ქმედებებით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემები, სათუთი და მზრუნველი დამოკიდებულების გრძნობის აღძვრა, ბუნების მიმართ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალდებულებების გაცნობიერება, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნერგების დარგვა.
პრობლემა: ადამიანები უმოწყალოდ ჩეხავენ ტყეს, აჩენენ ხანძარს ტყეში, რის გამოც ხშირია ეკოლოგიური კატასტროფები: მეწყერი,ზვავი ღვარცოფი და ასე შემდეგ,რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანების სიცოცხლეს.
მონაწილეთა ასაკი: 8 – 9 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 4 კვირა
რესურსი: ბუნებაზე შექმნილი მოთხრობები და ლექსები, საბავშვო ენციკლოპედია, კომპიუტერი, პროექტორი, წითელი წიგნი, თოხი, ბარი, ნერგები.
პროექტის შესაძლო აქტივობები: ადამიანის და ბუნების ურთიერთდამოკიდებულებაზე შექმნილი ნაწარმოებების წაკითხვა-განხილვა; გადაშენებულ-გამქრალ ცხოველებსა და ფრინველებზე, წითელ წიგნში შეყვანილ გადაშენების პირას მყოფ სახეობებზე ინფორმაციის მოძიება-გაცნობა, დაუსწრებელი მოგზურობა საქართველოს ნაკრძალებში; ნერგების დარგვა.
მოსალოდნელი შედეგი: ამაღლდება მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გარემოსადმი მზრუნველი დამოკიდებულება.
სარგებელი სხვებისთვის: ბუნებისადმი მზრუნველი, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით, ნერგების დარგვით,ტყეების გაშენებით გადავარჩენთ ცხოველებს, ფრინველებს, წყაროს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი შესაბამისობაშია ესგ-თან და მიზნად ისახავს მოსწავლეებს გამოუმუშაოს კვლევის, პრობლემის გაცნობიერების, მისი მოგვარების გზების ძიების,ბუნების დაცვის, თანამშრომლობის უნარების განვითარებას.
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები გაიაზრებენ იმ საფრთხეებს, რომელიც შეიძლება შეუქმნას ტყის განადგურებამ ადამიანს, გაუფრთხილდებიან ტყეს, გაიაზრებენ რომ ტყე სიცოცხლის წყაროა, „დედამიწის ფილტვებია“ და ასუფთავებს ჰაერს. და ბოლოს, თანატოლებთან ერთად „პატარა მეტყევეები" დარგავენ ნერგებს.
პროექტის ფასილიტატორი: ნანული დავითაძე
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: nanulisblogi.blogspot.com
პროექტი „ტყე შეუნახე შვილებსა... “
რეფლექსია
მიმდინარე წლის 1 მარტიდან 15 აპრილამდე მე და ჩემი მესამეკლასელები ვმუშაობდით პროექტზე „ტყე შეუნახე შვილებსა...“
რატომ დადავწყვიტე მაინცდამაინც ამ პროექტზე მუშაობა: ბუნებაში შესწავლილმა მასალამ „საარსებო გარემო“ მოსწავლეში გამოიწვია ტყისა და მისი ბინადრების მიმართ და გაითავისეს, რომ ტყე ცხოველების და ფრინველების სახლია, თავშესაფარია. მათ ამ მასალას დაუკავშირეს ზაფხულში ბორჯომში, ხულოს და შუახევის ტყეებში გაჩენილ ხანძარს.. ამ ფაქტმა ჩემს მოსწავლეებში დიდი ინტერესი და გულისტკივილი გამოიწვია, სწორედ მაშინ გაჩნდა ამ პროექტის განხორციელების იდეა.მოსწავლეებმაც სიხარულით აიტაცეს იდეა. შევადგინეთ სამუშაო გეგმა: მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და გავუნაწილე დავალებები: I ჯგ. -ტყეზე და მათ ბინადარზე შექმნილი ნაწარმოებების მოძიება. II ჯგ. - გადაშენებული და გადაშენების პირას მდგარი ცხოველებისა და ფრინველების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ბოლოს „პატარა მეთყევეების“ მიერ ნერგების დარგვა,ბუნებისადმი მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბების გარდა, მინდოდა მოსწავლე საკუთარი სურვილი მიჯდომოდა მისთვის სასურველ მოთხრობას თუ ლექსს და ინტერესით წაეკითხა. ამასთანავე ჩემი მიზანი იყო გამართული კითხვის, წიგნთან დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება, მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება.
მოსწავლეები იმდენად მოტივირებული იყვნენ,რომ მეორე დღესვე დაიწყეს მასალების მოძიება. იგრძნობოდა მონდომება და თანამშრომლობა.მეც მომმართეს დახმარებისთვის. მე მათ მივაწოდე რამდენიმე მოთხრობა. დინფორმაციის მოძიებაში აქტიურად ჩართული იყვნენ მშობლები და ისტ-ის მასწავლებელი. მთელი პროექტის განმავლობაში მოსწავლეებში იგრძნობოდა დიდი პასუხიმგებლობა, მონდომება. განსაკუთრებული აქტიურობა იგრძნობოდა ნერგების დარგვისას. ყველა ცდილობდა ამ პროცესში მონაწილეობა მიეღოთ და ასეც მოხდა.
მე ვფიქრობ, პროქტმა დასახულ მიზანს მიაღწია:
-მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა ინფორმაციას ტყეზე და მათ ბინადრებზე;
-წაიკითხეს ამ თემაზე შექმნილი მოთხრობები და ლექსები;
- გარკვეულწილად დაეუფლენ გამართული კითხვის, წიგნთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევებს;
-მშობლები აქტიურად ჩაებნენ სასკოლო ცხოვრებაში;
-„პატარა მეტყევეებმა“ დაიწყეს ტყის გაშენება და იმედია ტრადიციად აქცევენ ამ საქმეს;
ვფიქრობ სასწავლო პროექტის მიზანი განხორციელდა. ვთვლი, რომ ამ პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოსწავლეთა ბუნებისადმი მზრუნველი დამოკიდებულების გამოვლენის საქმეში, ასევე კითხვის ტექნიკის სრულყოფის, წიგნიერების ამაღლების საქმეში.
მომავალში, მსგავი სასწალო პროექტის მომზადების დროს გავითვალიწინებ მოსწავლეთა ინტერესებს, სურვილებს და დავგეგმავ ექსკურსიას ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. ასევე პროექტში აქტიურად ჩავრთავ მოსწავლეთა მშობლებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий