მხატვრული კითხვის წრე

წრის მიზნები და ამოცანები

   მხატვრული კითხვის წრე „ ცისარტყელა“ ეფექტურად მუშაობდა სასწავლო წრის  პირველ სემესტრში.   მოსწავლეები  დიდი ინტერესით და მონდომებით  მუშაობდნენ წრის მეცადინეობებზე, ყურადღებით ისმენდნენ  გაკვეთილებს და გულდასმით ასრულებდნენ დავალებებს, ისინი ხალისით ერთვებოდნენ საწრეო მუშაობაში.  მეცადინეობებზე მიღებულ ცოდნას აქტიურად და წარმატებით წარმოაჩენდნენ  საკლასო თუ სასკოლო ღონისძიებებზე.
     მოსწავლეთა ინტერესებისა და სურვილების გათვალიწინებით, ასევე მშობელთა ჩართულობის, მათი პოზიტიური შეფასებისა  და თხოვნის საფუძველზე საჭიროდ მივიჩნიე   გავაგრძელო  საწრეო მუშაობა მეორე სემესტრშიც.
     ისევე როგორც პირველ სემესტრში, მოსწავლეებთან, მშობლებთან და დირექციასთან შეთანხმების საფუძველზე მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ერთხელ, ყოველ ოთხშაბათს.
    საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეებში წიგნის ,კითხვისადმი მოტივაციის ამაღლება, პოეზიისადმი ინტერესის გაღვივება, შემოქმედებითი უნარის განვითარება, ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა.
    მოსწავლეების წიგნთან ურთიერთობა აქტუალურია, რადგან ამ ბოლო დროს ისინი ნაკლებად კითხულობენ წიგნს  და საათობით სხედან კომპიუტერებთან. ამის გამო დაბალია მათი წიგნიერების დონე.

   ვფიქრობ საწრეო მუშაობა დამეხმარება მოსწავლეების კითხვით დაინტერესებაში, წიგნთან დამეგობრებაში, მათი ნიჭის გამოვლენასა და შემდგომ განვითარებაში,  წიგნიერებისა და მათი აკადემიური მოსწრების ამაღლებაში.

 წრეში გაერთიანებულ მოსწავლეთა სია
1.        დავითაძე ანა~
2.        დავითაძე ნიკოლოზ 
3.        დარჩიძე მარიამ 
4.        დიასამიძე ნიკა 
5.        ზოიძე ანა 
6.        ზოიძე ანანო 
7.        ზოიძე ბაჩი 
8.        ზოსიძე  მაგდა 
9.        ტაკიძე ანა 
10.     ფუტკარაძე გიორგი
                      


 მხატვრული კითხვის  წრე   „ცისარტყელა“
                                               სამუშაო  გეგმა
                                დაწყებითი  საფეხური - III  კლასი
                               2017-2018  სასწ, წელი,  II  სემესტრი


      განსახორციელებელი
              საკითხები
      
    მიზანი
  დრო
  
 კლასი
წრის წევრებზე სამუშაო პროგრამის გაცნობა და დავალებების განაწილება, ,ლექსების დარიგება.
მოსწავლეებში წრისადმი ინტერესის გაღვიძება და მოტივაციის ამაღლება,

28.02

III
.დედაზე  დაწერილი  ლექსების მხატვრულად კითხვა, დედების მოწვევა წრის მეცადინეობაზე.
დედებისადმი ლექსების მიძღვნა, ლექსების გრძნობით წაკითხვა .სასკოლო ღონისძიებაში მონაწილეობა.

7.03

III
ქართველი მსახიობების მიერ წაკითხული  ლექსების მოსმენა.
დაკვირვება  და გამოცდილების გაზიარება

14.03

III
წინადადებები შინაარსისა და წარმოთქმის  მიხედვით.
ლექსების მხატვრულად კითხვა.
სხვადასხვა სახის
წინადადებების სწორად  წარმოთქმა .

21.03

III
სასვენი ნიშნები და მათი გამოყენება  ლექსის მხატვრულად  კითხვისას.
შეძლონ სასვენი ნიშნების სწორად გამოყენება ლექსის
კითხვისას.

28.03

III
ენის გასატეხები. მათი სწორად  და სწრაფად .კითხვა.
მხატვრულად კითხვის უნარების განვითარება.

4.04

III
ლექსები დედაენაზე. მხატვრულად კითხვა.
შეძლონ  ლექსის გრძნობით წაკითხვა./

11.04

III



სასურველი ლექსის მხატვრული კითხვა
გამომეტყველებითი კითხვის  უნარების განვითარება.

18.04

III
ხნის აწევ-დაწევის ხელოვნება, ლექსების მხატვრული კითხვა
შეძლონ  ხმის ტემბრის გამოყენება  ლექსის  კითხვისას.

25.04

III
ქართველი მსახიობების მიერ წაკითხული ლექსების მოსმენა.
მიღებული გამოცდილების გაზიარება.

2.05

III
 სასურველი ლექსის მხატვრულად  წაკითხვაზე მუშაობა.
მხატვრულად კითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავება..

9.05

III
 საქართველოზე  და სამშობლოზე  დაწერილი ლექსების მხატვრული კითხვა.
ლექსის გრძნობით წაკითხვა, მსმენელზე ზემოქმედება.

16.05

III
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სასკოლო და რაიონულ  ღონისძიებებში მონაწილეობისთვის მზადება.
მიღებული ცოდნის  და  ნიჭის გამოვლენა.

23.05


III
„ჩემი საყვარელი ერთი ლექსი“-მხატვრულად კითხვა.
 შემოქმედებითი უნარების განვითარება.

30.05


III
შემაჯამებელი მეცადინეობა -პოეზიის  საათი.
წლის  განმავლობაში მიღებული  ცოდნის და უნარ ჩვევების გამოვლენა

6.06

III
საწრეო მუშაობის შეჯამება.
მოსწავლეთა და მშობელთა შეფასებები.
საწრეო მუშაობის შემდგომ  საქმიანობაში მათი გათვალისწინება  გეგმის მოდიფიცირება, დახვეწა და სრულყოფა.

13.06

III

                            წრის ხელმძღვანელი: ნანული დავითაძე


მხატვრული კითხვის წრე „ცისარტყელა“

                                         რეფლექსია

   დაბა შუახევის საჯარო სკოლაში  2017-1018 სასწავლო წლის დასაწყისში დაწყებით საფეხურზე - III კლასში ჩამოყალიბდა მხატვრული კითხვის წრე „ცისარტყელა“., რომელიც წარმატებით მუშაობდა პირველი სემესტრის განმავლობაში.
      წრეში გაერთიანებული მოსწავლეების სურვილის და მშობელთა .თხოვნის, ასევე მშობელთა შეფასებების საფუძველზე გადავწწყვიტე გამეგრძელებინა  მეცადინეობები მეორე სემესტაშიც - კვირაში ერთი დღე, ხუთშაბათობით 13 სთ. 30 წთ.  საკუთარ ბლოგზე-ndavitadze1959blogspotcom.  გამოვაქვეყნე  განცხადება წრის  მუშაობის   გაგრძელების შესახებ      მხატვრული კითხვის წრის მუშაობის გაგრძელების მიზანი იყო  საგაკვეთილო პროცესში და ასევე წრეზე მოსწავლეთა მიერ  მიღებული ცოდნის გაღრმავება, მათი შემოქმედებითი  და მხატვრული კითხვის უნარების  კიდევ უფრო განვითარება, წიგნის კითხვისადმი ინტერესის გაძლიერება, წიგნიერების  დონის ამაღლებანიჭის გამოვლენა
     წინასწარ შევადგინე სამუშაო  გეგმა, რომელიც გავაცანი მოსწავლეებს.  პირველ მეცადინეობაზე აღმოჩნდა, რომ საჭირო გახდა გეგემის მოდიფიცირება. მოსწავლეების მიერ გამოთქმული წინადადებების და სურვილების საფუძველზე შევიტანე კორექტირება აქტივობების შინაარსში.  სამუშაო გეგმაში გათვალისწინებული საკითხეთან  გავითვალისწინე მოსწავლეთა სურვილები და ინტერესები..წინასწარ მოვამზადე  მეცადინეობებისთვის საჭირო  სასწავლო რესურსი. ( ოქროს ფონდის ჩანაწერები ზ. კვერენჩხილაძე, გ. საღარაძე.  მ. ჯინორია,  ლექსები). რესურს, რომელიც გამოვიყენე , მთლიანად ემსახურებოდა წრის მუშაობის მიზნის მიღწევას.
   ჩემი მიზანი იყო მაქსიმალურად გამომევლინა და განმევითარებინა მოსწავლეთა ნიჭი და შესაძლებლობები, ვცდილობდი წრის მეცადინეობებზე  განხორციელებული ყოველი აქტივობა ყოფილიყო როგორც ცოდნის შეძენის, ისე  მათი შემოქმედებითი უნარების განვითარების, ასევე კლასგარეშე კითხვისადმი ინტერესის გაძლიერებისკენ მიმართული..     მთელი საწრეო მუშაობის განმავლობაში მაღალი იყო მოსწავლეთა მოტივაცია და აქტიურობა. მოსწავლეთა ღონისძიებებში გამოსლამ გაზარდა მშობელთა დაინტერესება და ჩართულობა.  წრეში გაერთიანებულმა  მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს სასკოლო ღონისძიებებში: დედის დღისადმი მიძღვნილ ზეიმში,დედაენის დღის და 26 მაისის  ღონისძიებებში.
    ჩემი აზრით, საწრეო მუშაობამ დასახულ მიზანს მიაღწია.. მოსწავლეებს გაუღრმავდათ საგანში მიღებული ცოდნა, გაიზარდა კლასგარეშე  ლიტერატურის წაკითხვის  მოტივაცია, მათთვის სასურველი და საინტერესო ლექსების დასწავლის სურვილი, განუვითარდათ სწორი მეტყველების უნარები, ამაღლდა მათი წიგნიერების დონე                   
   სამომავლოდ  უფრო მეტ  ყურადღებას მივაქცევდი სამსახიობო კულტურის გავითარებას,  უფრო მეტ როლურ თამაშს და ინსცენირებას გავაკეთებდი


მშობელთა შთაბეჭდილებები


   წრის წევრის: ნიკა დავითაძის მშობელი მადონა თავდგირიძე 
   ნიკოლოზ დავითაძე ჩემი შვილია. იგი გაერთიანებული იყო მხატვრული კითხვის წრეში. კმაყოფილი ვარ წრის მუშაობით, რომელიც ტარდებოდა რეგულარულად. ბავშვს უხაროდა წრეზე სიარული, რადგან ბავშვებისთვის  სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა, გაუჩნდა სურვილი მეტი ცოდნის მიღების. ჩემს  შვილს გამოუმუშავდა ამა თუ იმ ტექსტის  სწორად და გამომეტყველებით წაკითხვის უნარი, ბევრი ლექსი ზეპირად ისწავლა და მხატვრულად წაიკითხა.  აღნიშნული უნარების გარდა ამ წრეში გაერთიანებით ჩემს შვილს განუვითარდა წაკითხული ტექსტის  გააზრების უნარი, დაძლია კომპლექსი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი წრის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნ. დავითაძეს.
                   


  ანა ტაკიძის  ბებია ციური დავითაძე
  წრის შექმნიდან ჩემი შვილიშვილი ანა  აქტიურად იყო  ჩართული წრის მუშაობაში. ის დიდი სიხარულით დადიოდა წრეზე. მას მოსწონს ლექსების მხატვრულად კითხვა. მასწავლებლის  ნ. დავითაძის მიერ ჩატარებული მუშაობის კმაყოფილი ვარ, წრეში  ბავშვები ეჩვეოდნენ გამომეტყველებით კითხვას. ხდებოდა შემოქმედებითი უნარების განვითარება, ჩემი შვილი მიეჩვია გამართულ კითხვას და სწორ. მეტყველებას. მადლობა წრის ხელმძღვანელს ქალბატონ ნანული დავითაძეს.



მოსწავლეთა შთაბეჭდილებები

წრის წევრ ი გიორგი ფუტკარაძე
   გაერთიანებული ვიყავი მხატვრული კითხვის წრეში, რომელსაც ხელმძღვანელობდა მასწავლებელი ნანული დავითაძე. მეცადინეობების დროს გვქონდა  საინტერესო აქტივობები, მე ძალიან მომწონს ლექსების კითხვა. ვისწავლე  ემოციების გამოხატვით კითხვა. ვისწავლე წიგნთან მუშაობა. მინდა კიდევ გაგრძელდეს წრის მეცადინეობები. მე სიამოვნებით ვიმეცადინებ წრეში თუ კიდევ გაგრძელდება მომავალში.


წრის წევრი ანანო ზოიძე
ჩაწერილი ვიყავი მხატვრული კითხვის წრეში, რომელიც შეიქმნა სასწავლო წლის დასაწყისში. წრის ხელმძღვანელის ნანული მასწავლებლის მიერ ჩატარებული ყოველი მეცადინეობა იყო საინტერესო, ვსწავლობდით  თუ  როგორ უნდა წაგვეკითხა ლექსი ან მოთხრობა, რომ მსმენელი კმაყოფილი ყოფილიყო, ვისწავლე როგორ უნდა მოვიძიო ლიტერატურა და გამოვხატო საკუთარი აზრი წაკითხულის ირგვლივ. წრის მუშაობით კმაყოფილი ვარ, თუ შესაძლებელი იქნება კიდევ ჩავეწერები.

                                      ღონისძიებებში მონაწილეობა      
                                                   

Комментариев нет:

Отправить комментарий