სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და მათში მონაწილეობა

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ოკოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება: სამუშაო შეხვედრების გეგმა კოლეგებთან შეხვედრების ორგანიზატორის სახელი და გვარი: ნანული დავითაძე თემა: შეფასების ფორმალური და არაფორმალური სახეები და მისი ეფექტური გამოყენება სასწავლო პროცესში. # შეხვედრის თარიღი შეხვედრის მიზანი შეხვედრის ძირითადი საკითხები 1. 16.10.2017 შეფასების ფორმალური და არაფორმალური სახეების გაცნობა; მოსწავლის მიღწევების შეფასების შესაბამისობის განსაზღვრა ესგ-ს პროგრამასთან; ვისაუბრეთ შეფასების სახეებზე: მიმდინარე განმსაზღვრელი-ყოველდღიური დავალებების შესრულება, გაკვეთილზე ჩართულობა, რომელშიც ნიშანი იწერება; მიმდინარე განმავითარებელი- რომელშიც ვუხსნით მოსწავლეს როგორ გააუმჯობესოს შედეგი; შემაჯამებელი- რაიმე თემის ბოლოს მიღებული სიტყვიერი შეფასება, კომენტარი , რუბრიკით შეფასება. 2. 14.11.2017 ეფექტური შეფასების გამოყენება მოსწავლის სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად და განვითარების ხელშესაწყობად; მოსწავლეთა შეფასების სისტემატიური მონიტორინგის და უკუკავშირის გზების შემუშავება. კოლეგებმა წარმოადგინეს საკუთარი გეგმები, გაგვაცნეს მიზნები: რომელი შეფასების გამოყენებას გეგმავს სასწავლო პროცესში და რა შედეგებს ელიან. თითოეული პედაგოგის მიერ წარმოდგენილი შეფასების განხორციელების გეგმა იყო საინტერესო და ემსახურებოდა მოსწავლეთა აკადემიური წარმატების გაზრდას .კოლეგებმა ერთმანეთს მისცეს სასარგებლო რეკომენდაციები. 3. 5.12.2017 შეფასების თანამედროვე რუბრიკების განხილვა: -საშინაო დავალების შეფასების სქემა; -ჯგუფური მუშაობის შეფასების სქემა; -დისკუსიის შეფასების სქემა; -გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეთა თვითშეფასების სქემა; კოლეგებმა გააკეთეს პრეზენტაციები მათ მიერ განხორციელებულ შეფასების სახეებზე. ისაუბრეს მიღებულ შედეგებზე. აღნიშნეს, რომ სასწავლო პროცესში შეფასების აქტიურად გამოყენება მართლაც ხელს უწყოს მოსწავლეთა გააქტიურებას. ჩართულობის და აკადემიური წარმატების ამაღლებას. ორგანიზება კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება: სამუშაო შეხვედრების გეგმა კოლეგებთან შეხვედრების ორგანიზატორის სახელი და გვარი: ნანული დავითაძე შეხვედრის თემა: კითხვის უნარების შეფასების მეთოდების და სტრატეგიების დანერგვა საგაკვეთილო პროცესში. # შეხვედრის თარიღი შეხვედრის მიზანი შეხვედრის ძირითადი საკითხები 1. 10.03.2018 გამოცდილების გაზიარება - კითხვის უნარის შეფასების რომელი მეთოდები და ინსტრუმენტები უნდა დავნერგოთ საგაკვეთილო პროცესში კითხვის უნარის გასავითარებლად, რადგან ხშირი და მიზანმიმართული შეფასება კითხვის უნარის ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარების უმნიშვნელოვანესი საყრდენია. შეფასების რა ფორმები და მეთოდები უნდა გამოივიყენოთ სასწავლო პროცესში და როგორ გამოვიყენოთ იგი პროფესიული განვითარებისთვის; მეთოდების დანერგვის პირველი საფეხური - თემის და მეთოდის შერჩევა. • რა უნარებს ვაფასებთ კითხვის პროცესში ( ანბანის ცოდნა, ფონოლოგიური, სიტყვის დეკოდირება, გამართული კითხვა და გაგება-გააზრება) • კითხვის უნარის განვითარების ხელშემწყობი შეფასების მეთოდების აღწერა; • კოლეგების მიერ კითხვის შეფასების მეთოდების შერჩევა და საკუთარი აზრის დასაბუთება 2. 1.04.2018 გამოცდილების გაზიარება - როგორ უნდა დავნერგოთ კითხვის შეფასების ძირითადი მეთოდები სასწავლო პროცესში და როგორ გამოვიყენოთ იგი პროფესიული განვითარებისთვის; შეთავაზება კითხვის პროცესზე დაკვირვება, გასაუბრება კითხვის შესსახებ, თანმხლები ჩანაწერები ტესტები, დავალებების ანალიზი, რუბრიკა, ,შეფასების სქემა • მსჯელობა ჩატარებულ შეხვედრაზე მოსმენილი ვიდეოსესიის ირგვლივ: რა მოეწონათ ყველაზე მეტად; რის გათვალისწინებას აპირებს მომავალში კითხვის უნარის შეფასებისას; • *თავისი მოსაზრებების არგუმენტირებული დასაბუთება და გაზიარება კოლეგებისთვის. მეთოდების შერჩევა 3. 10.05.2 გამოცდილების გაზიარება; კითხვის უნარების შეფასების ძირითადი ფორმებისა და ინსტრუმენტების შემუშავება კითხვის ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარების, გაწაფული კითხვის, წიგნიერების ამაღლების მიზნით. • კითხვის უნარის შეფასების კონკრეტული სტრატეგიების გაცნობა (საკლასო განმავითარებე ლი შეფასება, ტესტები, დავალებათა ანალიზი, რუბრიკა-შეფასების სქემა.) კოლეგებთან შეხვედრების ორგანიზატორის სახელი და გვარი: ნანული დავითაძე შეხვედრის თემა: მშობელთა ეფექტური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში # შეხვედრის თარიღი შეხვედრის მიზანი შეხვედრის ძირითადი საკითხები 1. 29.01.2018 მიზანი :განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი რედაქცია ,რომლის მიხედვითაც სავალდებულო გახდა დამრიგებლისა და მშობლის რეგულარული კომუნიკაცია და ურთიერთობა სკოლასთან. ( ვისაუბრეთ ფსიქოლოგების კვლევებზე ,რომელთა დასკვნებითაც მშობლის როლი შეუცვლელია შვილის სასკოლო ცხოვრებაში. მოვიყვანეთ მაგალითები, როგორ შეუძლია მშობლის სწორ და ეფექტურ ჩართულობას შეცვალოს შვილის ქცევა, გააუმჯობესოს მისი აკადემიური მოსწრება და დაეხმაროს წარმატების მიღწევაში. კოლეგებს გავაცანი ჩემი გამოცდილება ამ კუთხით ;რა აქტივობებს ვახორციელებ და რა შედეგები მოაქვს ამ აქტივობებს.(კლასის საათების ჩატარება მშობელთა მიერ, საოჯახო გაზეთების გამოცემა და ა. შ.) • 2. 14.02.2018 მიზანი იყო განგვეხილა მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობა შვილის წარმატების საქმეში. კოლეგების მიერ დაგეგმილი აქტივობები. მსჯელობა მოსალოდნელ შედეგებზე. კოლეგებმა წარმოადგინეს საკუთარი გეგმები, გაგვაცნეს მიზნები ,მოსალოდნელი შედეგები. თითოეული პედაგოგის მიერ წარმოდგენილი აქტივობა საინტერესო და განსხვავებული იყო. თითოეული აქტივობის მიზანი სწორად იყო ჩამოყალიბებული და ემსახურებოდა მოსწავლის მოტივაციის გაზრდას. განვიხილეთ ყველა აქტივობა და მივეცით ერთმანეთს რეკომენდაციები. 3. 1.03.2018 მიზანი იყო გვესაუბრა კოლეგების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე და და გახორციელებული აქტივობების შედეგებზე. კოლეგებმა გააკეთეს პრეზენტაციები მათ მიერ განხორციელებულ აქტივობებზე. ისაუბრეს მიღებულ შედეგებზე. აღნიშნეს, რომ აღნიშნულ აქტივობებში აქტიურად ჩაერთვნენ მშობლები, ვინაიდან მათი ჩართულობის მიზანი და შედეგი პედაგოგების მიერ სწორად იყო დასაბუთებული. მშობლებმა გააცნობიერეს საკუთარი ჩართულობის როლი .ნათლად დაინახეს, რომ მათი და დამრიგებლის რეგულარული, სწორი და ეფექტური კომუნიკაცია ეხმარება მოსწავლეს იყოს წარმატებული და ბედნიერი. შეხვედრის ბოლოს შევაჯამეთ სამივე შეხვედრა. გამოვთქვით მოსაზრებები და გამოვიტანეთ დასკვნები. აღვნიშნეთ, რომ სამივე შეხვედრის მიზანს მივაღწიეთ. • სამუშაო შხვედრაში მონაწილეობაკოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლის რეფლექსია მასწავლებლის სახელი და გვარი: ნანული დავითაძე შეხვედრის ორგანიზატორი: ლია ქამადაძე შეხვედრის თარიღი: I. 25.04.2018, II. 02.05.2018, III.11.05.2018 შეხვედრის თემა: ინოვაციური მეთოდებით სწავლება- გამოცდილება და პერსპექტივა. ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებთან სამუშაო შეხვედრები, რომელსაც ორგანიზება გაუკეთა ლია ქამადაძემ. პირველ შეხვედრაზე განვიხილეთ ზოგადად ინოვაციური მეთოდები, რომელთა საგაკვეთილო პროცესში გამოყენება დაეხმარება მოსწავლეს ტექსტის უკეთესად გაგება -გააზრებაში. მოხდა გამოცდილების გაზიარება - როგორ უნდა დავნერგოთ ინოვაციური მეთოდები სასწავლო პროცესში და როგორ გამოვიყენოთ იგი პროფესიული განვითარებისთვის; II შეხვედრის მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება - როგორ უნდა დავნერგოთ ინოვაციური მეთოდები სასწავლო პროცესში და როგორ გამოვიყენოთ იგი პროფესიული განვითარებისთვის; III შეხვედრის მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება, ინოვაციების სტრატეგიების შემუშავება მოტივაციისა და დაინტერესების ამაღლების მიზნით I შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის იმით, რომ მე ამ შეხვედრაზე მოვისმინე აზრი იმ ინოვაციური მეთოდების შესახებ,, რომელიც დამეხმარებოდა უფრო აქტიური და მოტივირებული გაკვეთილი ჩამეტარებინა . ამ შეხვედრის მიზანი იყო: განახლებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ძირითადი მეთოდიკური ორიენტირების გაცნობა, გამოცდილების გაზიარება - როგორ უნდა დავნერგოთ ინოვაციური მეთოდები სასწავლო პროცესში და როგორ გამოვიყენოთ იგი პროფესიული განვითარებისთვის; ბოლო შეხვედრის ძირითადი საკითხი იყო ვიდეოსესიაზე დაკვირვება და იმ ინოვაციური მეთოდების ანალიზი, რომლებიც გააუმჯობესებს მოსწავლეთა ცოდნის ათვისებას და ეფექტიანი იქნება საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებისათვის. ვიდეოსესიამ საშუალება მომცა თითოეული მეთოდისა და სტრატეგიების ეფექტურობა ნათლად დამენახა და მერე დამენერგა პრაქტიკაში. შეხვედრამ დიდი სტიმული მომცა მიღებული ცოდნა და გამოცდილება პრაქტიკაში დამენერგა . III კლასელებს ბუნების გაკვეთილზე „სუფთა დანაგვიანებული გარემო“ თემის შესწავლისას შევთავაზე შესაბამისი მასალის მოძიება და კომენტარის გაკეთება არგუმენტირებული დასაბუთებით. ჩემმა მოსწავლეებმა ეს დავალება ხალისით და წარმატებით შეასრულეს. ასევე ახალი იდეების დაკავშირება არსებულ ცოდნასთან პრინციპი გამოვიყენე ამავე კლასში ქართული ენის გაკვეთილზე, როცა კლასში, თემაზე: ,,ტყე და ადამიანი, მოსწავლეებს მივეცი დავალება მოეპოვებინათ ინფორმაცია გადაშენებულ და გადაშენების პირას მყოფი ფლორასა და ფაუნაზე. მოსწავლეებმა ამ დავალებასაც კარგად გაართვეს თავი: შეძლეს ვიდეო რგოლის პოვნა, რომელშიც იყო შესაბამისი ინფორმაცია. ამ შეხვედრაზე ნასწავლი და გამოყენებული მეთოდებით მე გამიადვილდა გაკვეთილის დაგეგმვა და წარმართვა, ხოლო მოსწავლეები უფრო მოტივირებულები იყვნენ. III შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იყო რადგან მეც და ყველა კოლეგა ვუზიარებდით უკვე გამოყენებულ მეთოდით ჩატარებულ გაკვეთილებზე მიღებულ გამოცდილებას..

Комментариев нет:

Отправить комментарий