სამოდელო გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
ავთანდილ არაბიძე „გაბუტული მეგობრები“
|
საგანი
|
ქართული ენა
|
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
სსიპ დაბა შუახევის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის უფროსი მასწავლებელი ნანული დავითაძე
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
დაწყებითი, III კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
10 მოსწავლე, სსსმ მოსწავლე არ მყავს
|
გაკვეთილის
მიზანი
|
მოსწავლემ შეძლოს:
* ტექსტის გაგება-გააზრება
* ტექსტის ზნეობრივი და სოციალური პრობლემების
დაფიქსირება:
· მსჯელობა კონფლიქტის მიზეზებსა და მისი
მოგვარების გზებზე;
· ჯგუფში მუშაობა;
· შემაჯამებელი დასკვნების ერთად გამოტანა;
· მოკლე თხზულების შედგენა;
:
:
|
მოსალოდნელი შედეგი,
კავშირი ესგ-თან
|
მოსწავლეს შეუძლია:
III. 2. ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა;
III. 3. ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანადოდ გამოყენება;
III. 7. ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
III. 10. კითხვის ზოგიერთი სტრატეგიის გამოყენება:
Ш.14. ტექსტის ჩასწორების მარტივი ხერხების გამოყენება;
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებს შეუძლიათ:
· ნაცნობი და უცნობი სიტყვების თავისუფლად კითხვა:
· ტექსტის გაგება-გააზრება და მისი შინაარსის გადმოცემა;
· პრობლემის ამოცნობა და მსჯელობა მის ირგვლივ:
· ჯგუფური მუშაობა:
|
სასწავლო რესურსი
|
III კლასის ქართული ენის სახელმძღვანელო ვ. როდონაია, მ. მირიანაშვილი, ლ. ვაშაკიძე, ა. არაბული, დაფა, ცარცი, კალამი, მარკერები, ფლიფჩარტი, მოსწავლის ბარათები, თაბახის ფურცლები.
|
ორგანიზების ფორმები
|
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან;
მოსწავლეები მუშაობენ:
-ინდივიდუალურად;
-ჯგუფებად;
|
დაჯგუფების კრიტერიუმები
|
დიფერენცირებული|მზაობის მიხედვით;
|
დრო
|
45 წთ.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
I ფაზა - გამოწვევა
აქტივობა 1. საშინაო დავალების შემოწმება
მოსწავლეები კითხულობენ მოცემულ დავლებას: ამოვიწეროთ ტექსტიდან ზმნები, დავუსვათ კითხვები და გავარკვიოთ რომელ დროშია.
აქტივობა 2. თემის, მიზნის და შეფასების რუბრიკის წარდგენა
მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების რუბრიკას.
აქტივობა 3. ვარაუდების გამოთქმა სათაურისა და ილუსტრაციის მიხედვით.
მოსწავლეებს წარვუდგენ გაკვეთილის სათაურს, ვაჩვენებ ილუსტრაციას და ვეკითხები:
- რაზე შეიძლება იყოს ეს მოთხრობა?
- რა შეიძლება მოხდეს მასში?
-ვინ შეიძლება იყოს მთავარი პერსონაჟები?
მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ ვარაუდებს, საუბრობენ შესაძლო ვერსიებზე, რომელსაც ვწერთ დაფაზე ვარაუდების ღრუბლებში.
აქტივობა 4. ასოციაციური რუკის შექმნა
- როგორი უნდა იყოს მეგობარი.
აქტივობა 5. „ სიტყვის კედელი“
მოსწავლეებს მივუთითებ დაფაზე გაკრულ „ სიტყვის კედელზე“ და ვეუბნები, რომ აქ წერია ახალი სიტყვები ტექსტიდან და ვთხოვ განმარტონ რას უნდა ნიშნავდეს მათი აზრით ეს სიტყვები. ხმამაღლა ვკითხულობ მასზე დაწერილ ახალ სიტყვას. მოსწავლეები საუბრობენ ამ სიტყვის შესაძლო მნიშვნელობის შესახებ და ამბობენ შესაბამის განმარტებას. საჭიროების შემთხვევაში ვეხმარები სიტყვის მნიშვნელობის დაზუსტებაში და ვაძლევ მინიშნებას სწორი განმარტების მოსაძებნად.
-უბრად არიან;
-ცხელ გულზე;
-მკვახედ მიახალა;
-ქვეყანა დაქცეულა, ცა გაშავებულა;
-შავმა კატამ გაირბინა;
-თითით საჩვენებელი;
-წყენას გულში ჩაიდებს;
II ფაზა - სიღრმისეული წვდომა
აქტივობა 6. საჩვენებელი კითხვა
ხმამაღლა ვკითხულობ ტექსტს, ვახდენ ტექსტის ლექსიკურ დამუშავებას.
აქტივობა 7. სლაიდ შოუს „გაბუტული მეგობრები“ ჩვენება -მოსმენა.
კითხვის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვაძლევ მითითებას გადაშალონ წიგნები და ყურადღებით მიაყოლონ თვალი ტექსტს, რადგან გავაგრძელებინებ კითხვას.
მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს გაგრძელებით ინდივიდუალურად.
აქტივობა 8. როლებში კითხვა
მოსწავლეებს ვეუბნები რომ ეხლა გვექნება როლური კითხვა. ზოგიერთმა მათგანმა უნდა მოირგოს ვაჩეს და ფიქრიას როლი. ვიძახებ კითხვაში გაწაფულ მოსწავლეებს და იწყებენ ინსცენირებას.
აქტივობა -9. შეკითხვების ყუთი - დისკუსია სხვადასხვა დონის შეკითხვების დასმით, პრობლემის გამოკვეთა.
ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებს ვაჩვენებ „შეკითხვების ყუთს“ , რომელშიც სხვადასხვა დონის შეკითხვებია ტექსტიდან. ერთ-ერთი მოსწავლე მეხმარება და ბრმად ამოიღებს შეკითხვის ბარათს და კითხულობს ხმამაღლა მთელი კლასისთვის. მოსწავლეები ხელის აწევით მანიშნებენ რომ მზად არიან და პასუხობენ. ინდივიდუალური შეკითხვების დასმით ვეხმარები მოსწავლეებს გამართონ მსჯელობა.
-რა გახდა მეგობრების გაბუტვის მიზეზი?
-წიგნის დაზიანება.
-თქვენი აზრით ვინ იყო დამნაშავე?
-ვაჩე.
-როგორ მოიქცა ფიქრია?
-კამათის დროს როგორ იქცევა ვაჩე?
-არასწორად, რადგან ბოდიში არ მოიხადა.
-შეიძლებოდა თუ არა ჩხუბის თავიან აცილება?
-დიახ.
-როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მეგობრები , რომ საქმე გაბუტვამდე არ მისულიყო?
-ვაჩეს პატიება უნდა ეთხოვა წიგნის დაზიანების გამო, ფიქრიას კი - დიდსულოვნება გამოეჩინა.
- რა მოგეწონათ და რა არ მოგეწონათ მეგობრების საქციელში?
- უნდა იჩხუბონ თუ არა მეგობრებმა?
აქტივობა 10. სანიმუშო მეგობრობის მაგალითები
მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ სანიმუშო მეგობრობის მაგალითები პირადი ცხოვრებიდან და მხატვრული ლიტერატურიდან.
III ფაზა - რეფლექსია - გააზრება
აქტივობა 11. ჯგუფური მუშაობა
მოსწავლეებს ვთხოვ დასხდნენ ჯგუფებად. შევახსენებ ჯგუფური მუშაობის წესებს, შეფასების კრიტერიუმებს და ვურიგებ დავალების ბარათებს:
I ჯგ. – დაახასიათე მოთხრობის პერსონაჟები;
II ჯგ.- რჩეები ფიქრიას და ვაჩეს;
III ჯგ. - როგორი მეგობარი მინდა მყავდეს;
აქტივობა 12. პრეზენტაცია - 2 წთ.
ჯგუფები წარუდგენენ კლასს თავიანთ ნამუშევრებს.
აქტივობა 13. საშინაო დავალება
.მოთხრობა „გაბუტული მეგობრები“ თხრობით.
წერითი დავალება „ჩემი მეგობარი“
აქტივობა 14. შეფასება
ვაფასებ მოსწავლეთა აქტიურობას, ჯგუფურმუშაობაში თანამშრომლობას და ჩართულობასგანმავითარებელი შეფასებით - კომენტარებით. (დანართი 1. შეფასების რუბრიკა)
აქტივობა 15. თვითშეფასება
მოსწავლეები აფასებენ :
-გაკვეთილზე რა ისწავლეს ახალი;
-რა მოეწონათ;
-რის გაკეთებას ისურვებენ მომავალ გაკვეთილზე.
|
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა:
|
შევადგინოთ რიცხვითი გამოსახულება, ვიპოვოთ მისი მნიშვნელობა.
|
საგანი:
|
მათემატიკა
|
მასწავლებელი:
|
ნანული დავითაძე
|
სწავლების საფეხური:
|
დაწყებითი საფეხური
|
კლასი:
|
III კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში 10 მოსწავლეა.
სსმ მოსწავლე არ მყავს
|
სასწავლო მიზნები
|
-შეადგენენ პირობის შესაბამის რიცხვით გამოსახულებას და იპოვიან მის მნიშვნელობას.
-რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის გამოთვლისას შეძლებენ მოქმედებათა თანმიმდევრობის განსაზღვრას
-მარტივი გამოსახულების მიხედვით შეძლებენ შესაბამისი ამოცანის შედგენას.
|
კავშირი ესგ-თან
|
მათ. III. 2. მოსწავლეს შეუძლია შეკრება-გამოკლების შესრულების რომელიმე ხერხის გამოყენება.
-ირჩევს და იყენებს შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულების ადეკვატურ ხერხს კონკრეტული მაგალითის შემთხვევაში.
-იყენებს მოქმედებათა თანმიმდევრობას ზეპირი ანგარიშისას და მარტივი რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის პოვნისას.
-მათ.III. 3. მოსწავლეს შეუძლია გამრავლება-გაყოფის მოქმედებების შესრულება, მათი შეკრება-გამოკლების მოქმედებებთან და ერთმანეთთან დაკავშირება
-აკავშირებს გამრავლება-გაყოფას ერთმანეთთან, როგორც ურთიერთ შებრუნებულ მოქმედებებს და ახდენს ამის დემონსტრირებას მოდულზე.
-ზეპირად ასრულებს გამრავლება-გაყოფას მარტივ შემთხვევებში.(მაგალითად , ერთნიშნა რიცხვების გამრავლება, ერთ და ორნიშნა რიცხვების 10-ზე გამრავლება.)
მათ.III.7.მოსწავლეს შეუძლია რიცხვითი გამოსახულების შემცველი ტოლობის შედგენა და მისი გამოყენება პრობლემის გადასაჭრელად
|
წინასწარი ცოდნა:
|
შეკრება-გამოკლება ათასეულის ფარგლებში. გამრავლება და გაყოფა.
|
სასწავლო რესურსი:
|
თვალსაჩინოება, მოსწავლის ბარათები, დიდი ფორმატის ფურცლები, თაბახის ფურცლები ცარცი, დაფა, სახელმძღვანელო. მოსწავლის რვეული.
|
ორგანიზების ფორმები:
|
ინდივიდუალური, ჯგუფური.
|
დაჯგუფების კრიტერიუმები:
|
მოსწავლეებს ვაჯგუფებ მზაობის მიხედვით.
|
დრო:
|
45 წთ.
|
გაკვეთილის მსვლელობა:
|
I ფაზა - გამოწვევა
აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურება -
კითხვა- პასუხი.
(მუშაობა მთელ კლასთან)
-რომელი კომპონენტები გვაქვს შეკრების დროს ?
-გამოკლების დროს?
-რას ეწოდება რიცხვითი გამოსახულება?
-რა არის რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობა?
აქტივობა 2. მათემატიკური თამაში „გაიარე თაღქვეშ“
(
აქტივობა 3. საშინაო დავალების შემოწმება
(მუშაობა მთელ კლასთან)
მოსწავლეთა მზაობის და საჭიროებების დადგენა.
(დანართი 2)
-აქტივობა 4, თემისა და მიზნის წარდგენა
წარვადგენ შესასწავლ საკითხს: „შევადგინოთ რიცხვითი გამოსახულება. ვიპოვოთ რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობა“
ვაცნობ გაკვეთილის მიზანს:
შევძლოთ პირობის შესაბამისი რიცხვითი გამოსახულების შედგენა და მისი მნიშვნელობის პოვნა; განვსაზღვროთ მოქმედებათა შესრულების თანმიმდევრობა; გამოსახულების მიხედვით შესაბამისი ამოცანის შედგენა.
II ფაზა - ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა 5. ამოცანების განხილვა-ამოხსნა სასწავლო რესურსის „სლაიდ შოუს -ამოვხსნათ ამოცანების“ გამოყენებით, მათზე რიცხვითი გამოსახულების შედგენა და მისი მნიშვნელობის პოვნა.
აქტივობა 6.ინდივიდუალური მუშაობა დაფასთან -6ვიპოვოთ რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობა. სავარჯიშო სახელმძღვანელოდან 10, 11, 12, 13,
III ფაზა - გამთლიანება - რეფლექსია
აქტივობა 7. ჯგუფური მუშაობა -
კლასი იყოფა 3 ჯგუფად მზაობის მიხედვით და ეძლევათ შესაბამისი დავალება რესურსიდან „ამოვხსნათ ამოცანები რიცხვითი გამოსახულებით“
აქტივობა 8. პრეზენტაცია
ჯგუფები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს.
აქტივობა 9. საშინაო დავალება
სავარჯიშო: 4-12; 13-18; 15-16
.
აქტივობა 1016 შეფასება
ვაფასებ მოსწავლეთა აქტიურობას, ჯგუფურ მუშაობაში თანამშრომლობას და ჩართულობას.
შეფასების რუბრიკა თან ერთვის. დანართი 5, 6)
აქტივობა 11. თვითშეფასება
მოსწავლეები აფასებენ გაკვეთილს; რა ისწავლეს ახალი,
რა მოეწონათ, რის გაკეთება სურთ მომავალ გაკვეთილზე.
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები; მოსწავლეები ამთლიანებენ არსებულ და ახლად მიღებულ ცოდნას, სიღრმისეულად გაიაზრებენ და სწორად განსაზღვრა;ვენ მოქმედებათა თანმიმდევრობას რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის პოვნისას, იყენებენ წესს; ა)თუ რიცხვითი გამოსახულება შეიცავს შეკრების, გამოკლების, გამრავლების და გაყოფის მოქმედებებს,მისი მნიშვნელობის პოვნისას პირველად ვასრულებთ გამრავლებას და გაყოფას, შემდეგ- შეკრებას და გამოკლებას. მიღებულ ცოდნას გამოიყენებს მაგალითების და ამოცანების ამოხსნის დროს.
დანართი 1.
. მათემატიკური თამაში „გაიარე თაღქვეშ“
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა: რიცხვითი გამოსახულება.
სწავლების საფეხური და კლასი-III კლასი
მასწავლებელი: ნანული დავითაძე
მოსწავლეთა რაოდენობა: 9
გაკვეთილის მიზანი: რიცხვითი გამოსახულების წაკითხვის, შედგენის და მნიშვნელობის პოვნის უნარის განვითარება, ამ უნარის გამოყენება მარტივი პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
- მათ . 7 მოსწავლეს შეუძლია რიცხვითი გამოსახულების შემცველი ტოლობის შედგენა და მისი გამოყენება პრობლემის გადასაჭრელად
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- პოულობს (შერჩევის ან რაიმე სხვა ხერხით) შეკრების/გამოკლების შემჩველი ტოლობის უცნობი კომპონენტის მნიშვნელობას.
-მათ III. 4.მოსწავლეს შეუძლია გამოთვლებთან, თვლასთან და შეფასებებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
-იყენებს რომელიმე ხერხს და პოულობს მეორე შესაკრებს, თუ ცნობილია პირველი შესაკრები და ჯამი, პოულობს უცნობ მაკლებს მოცემული საკლებითა და სხვაობით(
ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური,
სასწავლო რესურსი: თვალსაჩინოება: ვიდეორგოლი „ სამგზავრო მატარებელი“
დრო-45 წთ.
გამოყენებული სასწავლო აქტივობები:
I-ფაზა-წინასწარ
წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობა 1.-კითხვა პასუხი
ვააქტიურებ მოსწავლეთა წინარე ცოდნას: ვიხსენებთ შეკრებისა და გამოკლების კომპონენტებს.
რა გვაქვს შეკრების დროს?
რა გვაქვს გამოკლების დროს?
რა არის განტოლება?
აქტივობა 3. თემის და მიზნის წარდგენა
წარვადგენ შესასწავლ საკითხს , რომ დღევანდელი გაკვეთილის თემაა: შეკრების და გამოკლების უცნობი კომპონენტის პოვნა.
II-ფაზა -განმავლობაში
აქტივობა 4 . ჩანაწერების განხილვა - უცნობი შესაკრების პოვნა რიცხვითი წრფის,, თვლის, სინჯვის, შეკრება-გამოკლების შებრუნებულობის ხერხების გამოყენებით.
აქტივობა 5. ვიდეორგოლის „სამგზავრო მატარებელი“ ჩვენება და მასში მოცემული ამოცანის დამოუკიდებელად შესრულება.
III-ფაზა -შემდეგ
აქტივობა 8 . .ნამუშევრების პრეზენტაცია - განხილვა.
აქტივობა 9. შეფასება-
ვაფასებ ჯგუფურ მუშობას და მოსწავლეთა აქტიურობას
აქტივობა 10. .საშინაო დავალება:
შეადგინეთ სამგზავრო მატარებლის მსგავსი ამოცანა.
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
დავით აღმაშენებელი
|
საგანი
|
ქართული ენა
|
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
სსიპ დაბა შუახევის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის უფროსი მასწავლებელი ნანული დავითაძე
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
დაწყებითი, III კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
9 მოსწავლე, სსსმ მოსწავლე არ მყავს
|
გაკვეთილის
მიზანი
|
მოსწავლემ შეძლოს:
* ტექსტის გაგება-გააზრება
* ტექსტის ზნეობრივი და სოციალური პრობლემების
დაფიქსირება:
· მსჯელობა კონფლიქტის მიზეზებსა და მისი
მოგვარების გზებზე;
· ჯგუფში მუშაობა;
· შემაჯამებელი დასკვნების ერთად გამოტანა;
· მოკლე თხზულების შედგენა;
:
:
|
მოსალოდნელი შედეგი,
კავშირი ესგ-თან
|
მოსწავლეს შეუძლია:
III. 2. ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა;
III. 3. ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანადოდ გამოყენება;
III. 7. ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
III. 10. კითხვის ზოგიერთი სტრატეგიის გამოყენება:
Ш.14. ტექსტის ჩასწორების მარტივი ხერხების გამოყენება;
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებს შეუძლიათ:
· ნაცნობი და უცნობი სიტყვების თავისუფლად კითხვა:
· ტექსტის გაგება-გააზრება და მისი შინაარსის გადმოცემა;
· პრობლემის ამოცნობა და მსჯელობა მის ირგვლივ:
· ჯგუფური მუშაობა:
|
სასწავლო რესურსი
|
III კლასის ქართული ენის სახელმძღვანელო ვ. როდონაია, მ. მირიანაშვილი, ლ. ვაშაკიძე, ა. არაბული, დაფა, ცარცი, კალამი, მარკერები, ფლიფჩარტი, მოსწავლის ბარათები, თაბახის ფურცლები.
|
ორგანიზების ფორმები
|
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან;
მოსწავლეები მუშაობენ:
-ინდივიდუალურად;
|
დაჯგუფების კრიტერიუმები
|
ყველა მზაობის მოსწავლეებთან
|
დრო
|
45 წთ.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
I ფაზა - გამოწვევა
აქტივობა 1. თემის, მიზნის და შეფასების რუბრიკის წარდგენა
მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების რუბრიკას.
აქტივობა 2. ვარაუდების გამოთქმა სათაურისა და ილუსტრაციის მიხედვით.
მოსწავლეებს წარვუდგენ გაკვეთილის სათაურს, ვაჩვენებ ილუსტრაციას და ვეკითხები:
- რაზე ან ვისზე შეიძლება იყოს ეს მოთხრობა?
- რა შეიძლება მოხდეს მასში?
-ვინ შეიძლება იყოს მთავარი პერსონაჟები?
მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ ვარაუდებს, საუბრობენ შესაძლო ვერსიებზე, რომელსაც ვწერთ დაფაზე ვარაუდების ღრუბლებში.
აქტივობა 3. დამოუკიდებელი მუშაობა ტექსტზე:
წაიკითხე ტექსტი და შეასრულე მოცემული დავალებები. თუ რაიმე დაგავიწყდა, შეგიძლია ჩაიხედო ნაწარმოებში.
აქტივობა 13. საშინაო დავალება
.მოიძიონ ინფორმაცია მათთვის სასურველ მეფეზე.
აქტივობა 14. შეფასება
ვაფასებ მოსწავლეთა დამოუკიდებელ მუშაობას განმავითარებელი შეფასებით - კომენტარებით.
აქტივობა 15. თვითშეფასება
მოსწავლეები აფასებენ :
-გაკვეთილზე რა ისწავლეს ახალი;
-რა მოეწონათ;
-რის გაკეთებას ისურვებენ მომავალ გაკვეთილზე.
|
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
პატარა მოგონებები დიდი მწერლის შესახებ
|
საგანი
|
ქართული ენა
|
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
სსიპ დაბა შუახევის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის უფროსი მასწავლებელი ნანული დავითაძე
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
დაწყებითი, III კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
9 მოსწავლე, სსსმ მოსწავლე არ მყავს
|
გაკვეთილის
მიზანი
|
მოსწავლემ შეძლოს:
* ტექსტის გაგება-გააზრება
* ტექსტის ზნეობრივი და სოციალური პრობლემების
დაფიქსირება:
· მსჯელობა კონფლიქტის მიზეზებსა და მისი
მოგვარების გზებზე;
· ჯგუფში მუშაობა;
· შემაჯამებელი დასკვნების ერთად გამოტანა;
· მოკლე თხზულების შედგენა;
:
:
|
მოსალოდნელი შედეგი,
კავშირი ესგ-თან
|
მოსწავლეს შეუძლია:
III. 2. ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა;
III. 3. ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანადოდ გამოყენება;
III. 7. ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
III. 10. კითხვის ზოგიერთი სტრატეგიის გამოყენება:
Ш.14. ტექსტის ჩასწორების მარტივი ხერხების გამოყენება;
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებს შეუძლიათ:
· ნაცნობი და უცნობი სიტყვების თავისუფლად კითხვა:
· ტექსტის გაგება-გააზრება და მისი შინაარსის გადმოცემა;
· პრობლემის ამოცნობა და მსჯელობა მის ირგვლივ:
· ჯგუფური მუშაობა:
|
სასწავლო რესურსი
|
III კლასის ქართული ენის სახელმძღვანელო ვ. როდონაია, მ. მირიანაშვილი, ლ. ვაშაკიძე, ა. არაბული, დაფა, ცარცი, კალამი, მარკერები, ფლიფჩარტი, მოსწავლის ბარათები, თაბახის ფურცლები.
|
ორგანიზების ფორმები
|
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან;
მოსწავლეები მუშაობენ:
-ინდივიდუალურად;
-ჯგუფებად;
|
დაჯგუფების კრიტერიუმები
|
დიფერენცირებული|მზაობის მიხედვით;
|
დრო
|
45 წთ.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
I ფაზა - გამოწვევა
აქტივობა 1. საშინაო დავალების შემოწმება
მოსწავლეები კითხულობენ მოცემულ დავალებას.
აქტივობა 2. თემის, მიზნის და შეფასების რუბრიკის წარდგენა
მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების რუბრიკას.
აქტივობა 3. ვარაუდების გამოთქმა სათაურისა და ილუსტრაციის მიხედვით.
მოსწავლეებს წარვუდგენ გაკვეთილის სათაურს, ვაჩვენებ ილუსტრაციას და ვეკითხები:
- ვისზე და რაზე შეიძლება იყოს ეს მოთხრობა?
- რა შეიძლება მოხდეს მასში?
-ვინ შეიძლება იყოს მთავარი პერსონაჟები?
მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ ვარაუდებს, საუბრობენ შესაძლო ვერსიებზე, რომელსაც ვწერთ დაფაზე ვარაუდების ღრუბლებში.
აქტივობა 4. სლაიდ შოუს „ილიას ცხოვრება და მოღვაწეობა“ ჩვენება -მოსმენა.
დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვაძლევ მითითებას გადაშალონ წიგნები და ყურადღებით მიაყოლონ თვალი ტექსტს, რადგან გავაგრძელებინებ კითხვას.
მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს გაგრძელებით ინდივიდუალურად.
აქტივობა 5. როლებში კითხვა
მოსწავლეებს ვეუბნები რომ ეხლა გვექნება როლური კითხვა. ზოგიერთმა მათგანმა უნდა მოირგოს ნასყიდას და მევახშის როლი. ვიძახებ კითხვაში გაწაფულ მოსწავლეებს და იწყებენ ინსცენირებას.
აქტივობა -6. შეკითხვების ყუთი - დისკუსია სხვადასხვა დონის შეკითხვების დასმით, პრობლემის გამოკვეთა.
ინდივიდუალური შეკითხვების დასმით ვეხმარები მოსწავლეებს გამართონ მსჯელობა.
-რა გახდა ილიასთან მისვლის მიზეზი?
-თქვენი აზრით ვინ იყო დამნაშავე?
-როგორ მოიქცა მევახშე?
- როგორ იქცევა ნასყიდა?
-შეიძლებოდა თუ არა დავის თავიან აცილება?
-როგორ უნდა მოქცეულიყო მევახშე , რომ საქმე სასამართლომდე არ მისულიყო?
- რა მოგეწონათ და რა არ მოგეწონათ პერსონაჟების საქციელში?
- აღსრულდა სამართალი?
-ყოველთვის ასე ხდება?
.აქტივობა 7. სლაიდ შოუ-„ზმნის დროები“-ს გამოყენებით ზმნის დრების, შესაბამისი კითხვების გახსენება და სლაიდზე მოცემული დავალების შესრულება.
აქტივობა 8. საშინაო დავალება
.მოთხრობა „პატარა მოგონებები დიდი მწერლის შესახებ“ თხრობით.
აქტივობა 9. შეფასება
ვაფასებ მოსწავლეთა აქტიურობას, მსჯელობას.
აქტივობა 10. თვითშეფასება
მოსწავლეები აფასებენ :
-გაკვეთილზე რა ისწავლეს ახალი;
-რა მოეწონათ;
-რის გაკეთებას ისურვებენ მომავალ გაკვეთილზე.
|
გაკვეთილის თემა
|
სუფთა და დანაგვიანებული გარემო
|
საგანი
|
ბუნებისმეტყველება
|
მასწავლებელი
|
ნანული დავითაძე
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
დაწყებითი/ IIIკლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
10 მოსწავლე, სსმ მოსწავლე არ მყავს
|
სასწავლო მიზნები
|
-გააცნობიერონ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე;
-იმსჯელონ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან გარემოს დაბინძურება;
-გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი;
|
ესგ განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
ბუნ.III.11. მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა;
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
„ იკვლევს ლოკალურ გარემოს და აღწერს ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებს;
„განასხვავებს გარემოსთვის ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს;
|
სასწავლო რესურსი
|
სახელმძღვანელო, მოსწავლის ბარათები, სამუშაო ფურცლები, წებო, ბუკი, პროექტორი, პოსტერები, სტიკერები
|
ორგანიზების ფორმები
|
-ინდივიდუალური;
-მთელ კლასთან;
-ჯგუფური;
|
დრო
|
45 წთ.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
აქტივობა 1.ასოციაციური კავშირების რუკის შედგენა
დაფზე ვაკრავ დიდი ფორმაის ქაღალდს, სადაც შუაში წერია „დანაგვიანებული გარემო“. მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ, დაწერონ წებოვან ფურცლებზე და მიაკრან ის სიტყვები, რომლებიც გაახსენდებათ ამ თემაზე.
აქტივობა 2. პროექტორის დახმარებით ვიდეორგოლის „სუფთა და დანაგვიანებული გარემო“ -ჩვენება:
- „სუფთა გარემო“ ,
-„დანაგვიანებული გარემო“.
-როგორ იქექება ცხოველი ნაგავში; -უადგილოდ დაყრილ ნაგავში ბავშვი თამაშობს;
-საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული წყალი და ა. შ.
აქტივობა 3. მსჯელობა -დისკუსია-საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა სურათების და კითხვების მიხედვით:
-პირველმა სურათმა რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე? რატომ?
-მოგეწონათ მეორე სურათი. რატომ?
-ცხოველებმა და მწერებმა რა საფრთხე შეიძლება შეუქმნან ადამიანს?
-რა საშიშროება ემუქრებათ ბავშვების ასეთ ადგილებში თამაშისას?
-ყოფილხართ ექსკურსიაზე?
-ტყეში პიკნიკზე?
-სად წაიღეთ ნაგავი?
-როგორ უნდა მოიქცე, რომ გარემო არ დაანაგვიანო?
აქტივობა 4. ტექსტის კითხვა და მისი დამუშავება წთ.
აქტივობა 5.კითხვა გაგრძელებით.
მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს გაგრძელებით.
აქტივობა 6. ჯგუფური მუშაობა
I ჯგუფი- მოსწავლეებმა ,წებოვან ქაღალდზე უნდა დაწერონ დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხეები და მიაკრან „საშიშროებათა დრაკონს“:
-საყოფაცხოვრებო ნარჩენებით წყლის დაბინძურებამ შეიძლება ადამიანის მოწამლვა გამოიწვიოს;;
-დანაგვიანებული გარემოში ძროხები იქექებიან, ჩვენ მის რძეს მივირთმევთ,რამაც შეიძლება დაავადება გავრცელოს;
-ნაგავი ლპება, სუნი დგება და ჯამრთელობისთვის მავნებელია;
-დანაგვიანებული გარემო არასასიამოვნო სანახავია;
- ნაგავს ბუზები და ვირთაგვები ეტანებიან, სწრაფად მრავლდებიან და საშიშ დაავადებებს ავრცელებენ; II II ჯგუფი პრობლემის მოგვარების გზების დასახვა
მოსაწავლეებს ვთხოვ მოიფიქრონ ამ პრობლემის მოგვარების გზები, დაწერონ ფოთლის ფორმის სტიკერზე და მიაწებონ „მოწყენილ ხეს.“
აქტივობა 7. პრეზენტაცია
მოსწავლეები წარადგენენ თავიანთ ნამიშევრებს
აქტივობა 8. გამაფრთხიკებელი მოწოდებების შექმნა.
(მუშაობა მთელ კლასთან )
მოსწავლეებს ვთხოვ მოიფიქრონ და დაწერონ გამაფრთხილებელი წარწერები, გამოაკრან დაფაზე, ერთ-ერთი გააკრან კუთხეში ნაგვის ურნასთან.
აქტივობა 9. საკლასო ოთახის დასუფთავება მოსწავლეებს ვთხოვ დაასუფთაონ კლასი, ნაგვის ურნა დევს კუთხეში, სადაც შესაბამისი მოწოდებაა გაკრული: „ ხომ ხარ ბიჭი მაგარი, აქ ჩაყარე ნაგავი!“ .
აქტივობა 10. გაკვეთილის შეჯამება-თვითშეფასება 2 წთ. მთელი კლასი.
ბავშვებს ვთხოვ გაიხსენონ რა გაიგეს ახალი, რომელი
აქტივობა მოგეწონათ
აქტივობა 11. საშინაო დავალება1 წთ.
სუფთა და დანაგვიანებული გარემო -თხრობით. დავალება მოსწავლის რვეულში გვ. 144 -145.
აქტივობა 11. გაკვეთილის შეჯამება-თვითშეფასება 2 წთ. მთელი კლასი.
ბავშვებს ვთხოვ გაიხსენონ რა გაიგეს ახალი, რომელი
აქტივობა მოგეწონათ
აქტივობა 12. . შეფასება. სიტყვიერი კომენტარებით შევაფასებ საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას და ჯგუფურ მუშაობას.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий