22 октября, 2018

წრის სამუშაო გეგმა. I სემესტრი

                        მხატვრული კითხვის წრე 

        დაწყებით კლასებშინორჩი დეკლამატორი

                                                  მასწავლებელი: ნანული დავითაძე

                                                           2018-2019 სასწ. წელი. I სემესტრი


სკოლის სახელწოდება
დაბა შუახევის საჯარო სკოლა
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი
IV კლასი
ჩატარების დრო
I  სემესტრი
მეცადინეობების  ხანგრძლივობა
45 წთ.
მოსწავლეთა რაოდენობა
9 მოსწავლე
მიზანი:
მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა, წიგნიერების და კითხვის უნარების განმტკიცება, მხატვრული კითხვის ნიჭის გამოვლენა და განვითარება, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების  გამოვლენა და გაძლიერება, კითხვის მოტივაციის ამაღლება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, თანამშრომლობის, პრეზენტაციის უნარების განვითარება.
  ასევე საწრეო მუშაობა მიზნად ისახავს განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (კითხვა, მოსმენა, საუბარი), გამოუმუშაოს ზეპირი მეტყველების კულტურა, საკუთარი აზრის ლოგიკური გამოთქმის უნარი ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი აზროვნების და გუნდური მუშაობის უნარი, შეაყვაროს კითხვა.
აქტუალობა










  
შესაბამისობა  ესგ
 მოსწავლეები სამწუხაროდ ნაკლებად ინტერესდებიან წიგნთან მუშაობით, ისინი საათობით სხედან კომპიუტერებთან . პრობლემა დამაფიქრებელია. მათი წრეობრივ მუშაობაში ჩართვა ერთ-ერთი საშუალებაა უბიძგოს მოსწავლეებს წიგნიერებისკენ. წრე ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობას ბიბლიოთეკებში, საზეიმო ღონისძიებებში , მისცემენ კარგ მაგალითს თანატოლებს.

 ქართ. III. 2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის         გადმოცემა.
ქართ. III. 4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას(ხმამაღლა კითხულობს მცირე ზომის ტექსტებს, იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთანმონაწილეობს ინსცენირებაში, არჩევს როლის შესაბამის ინტონაციასა და სხვა გამომსახველობით ხერხებს;)
ქართ. IV. 3. მოსწავლეს შეუძლია მიუსადაგოს სამეტყველო ქცევა დასახულ საკომუნიკაციო ამოცანას.(ხმამაღლა კითხულობს კლასის წინაშე სასურველ / შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან და ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;იყენებს ინტონაციას სასვენი ნიშნების ფუნქციით; მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ)
ქარ. IV. 9.  მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის  მიზნობრივი ტექსტების  სათანადოდ გაფორმება და ტექსტის არავებალური ნაწილების ამოცნობაავლენს ტექსტის არავერბალური ინტერპრეტაციის უნარ.როლის (მოლაპარაკე ცხოველების, უსულო საგნების) განსასახიერებლად ადეკვატურად იყენებს დამხმარე საშუალებებს (ჟესტს, მიმიკას, დამახასიათებელ მოძრაობას, გარკვეულ არტიკულაციას; მოხერხებულობის, ტყუილის თუ სხვა თვისებებისა და გრძნობების გამომხატველ მინიშნებებს);თანაკლასელების ჯგუფთან ერთად განასახიერებს წაკითხული ტექსტის ცალკეული ეპიზოდის / ეპიზოდების მიმიკურ მიზანსცენებს .


                                   



                                  წრეში გაერთიანებულ მოსწავლეთა სია

1.  ანა დავითაძე
2.   ნიკოლოზ დავითაძე
3.   ნიკოლოზ დიასამიძე
4.   ანა ტაკიძე
5.   ანა ზოიძე
6.    მარიამ დარჩიძე
7.   გიორგი ფუტკარაძე
8,   ანანო ზოიძე
9.   ბაჩი ზოიძე

Комментариев нет:

Отправить комментарий