23 июня, 2018


სამოდელო გაკვეთილის გეგმა  
გაკვეთილის თემა
ავთანდილ არაბიძე  „გაბუტული მეგობრები“
საგანი
ქართული ენა
მასწავლებლის სახელი და გვარი
სსიპ დაბა შუახევის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის უფროსი მასწავლებელი ნანული დავითაძე
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი, III კლასი
მოსწავლეთა პროფილი
10 მოსწავლე,  სსსმ მოსწავლე არ მყავს


გაკვეთილის
 მიზანი
  მოსწავლემ შეძლოს:                                                           
 *    ტექსტის გაგება-გააზრება
 *     ტექსტის ზნეობრივი და სოციალური პრობლემების   
    დაფიქსირება:
·         მსჯელობა კონფლიქტის  მიზეზებსა და მისი
      მოგვარების გზებზე;
·         ჯგუფში მუშაობა;
·         შემაჯამებელი დასკვნების ერთად გამოტანა;
·         მოკლე თხზულების შედგენა;
                        :
:
მოსალოდნელი შედეგი,
კავშირი ესგ-თან
მოსწავლეს შეუძლია:
III. 2.  ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა;
III. 3. ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანადოდ გამოყენება;
III. 7. ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
III. 10. კითხვის ზოგიერთი სტრატეგიის გამოყენება:
Ш.14. ტექსტის ჩასწორების მარტივი ხერხების გამოყენება;

წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს შეუძლიათ:
·         ნაცნობი და უცნობი სიტყვების თავისუფლად კითხვა:
·         ტექსტის გაგება-გააზრება და მისი შინაარსის გადმოცემა;
·         პრობლემის ამოცნობა და მსჯელობა მის ირგვლივ:
·         ჯგუფური მუშაობა:
სასწავლო რესურსი
III კლასის ქართული ენის სახელმძღვანელო   ვ. როდონაია, მ. მირიანაშვილი,  ლ. ვაშაკიძე, ა. არაბული, დაფა, ცარცი, კალამი, მარკერები,  ფლიფჩარტი, მოსწავლის ბარათები, თაბახის ფურცლები.
ორგანიზების ფორმები
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან;
მოსწავლეები მუშაობენ:
 -ინდივიდუალურად;
 -ჯგუფებად;
 დაჯგუფების კრიტერიუმები

დიფერენცირებული|მზაობის მიხედვით;
დრო
45 წთ.
გაკვეთილის მსვლელობა
I ფაზა - გამოწვევა
აქტივობა 1. საშინაო დავალების შემოწმება
  მოსწავლეები კითხულობენ მოცემულ დავლებას: ამოვიწეროთ ტექსტიდან ზმნები, დავუსვათ კითხვები და გავარკვიოთ რომელ დროშია.
აქტივობა 2. თემის, მიზნის და შეფასების რუბრიკის  წარდგენა 
   მოსწავლეებს ვაცნობ  გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების რუბრიკას.
აქტივობა 3.  ვარაუდების გამოთქმა სათაურისა და ილუსტრაციის მიხედვით.
   მოსწავლეებს წარვუდგენ გაკვეთილის სათაურს, ვაჩვენებ ილუსტრაციას და ვეკითხები:
- რაზე შეიძლება იყოს ეს მოთხრობა?
- რა შეიძლება მოხდეს მასში?
-ვინ შეიძლება იყოს მთავარი პერსონაჟები?
  მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ ვარაუდებს, საუბრობენ შესაძლო ვერსიებზე, რომელსაც ვწერთ დაფაზე ვარაუდების ღრუბლებში.
აქტივობა 4.  ასოციაციური რუკის შექმნა  
- როგორი უნდა იყოს მეგობარი.
აქტივობა 5. „ სიტყვის კედელი“
 მოსწავლეებს მივუთითებ დაფაზე გაკრულ „ სიტყვის კედელზე“ და ვეუბნები, რომ აქ წერია ახალი სიტყვები ტექსტიდან  და ვთხოვ განმარტონ  რას უნდა ნიშნავდეს მათი აზრით ეს სიტყვები.  ხმამაღლა  ვკითხულობ მასზე დაწერილ ახალ სიტყვას. მოსწავლეები საუბრობენ ამ სიტყვის შესაძლო მნიშვნელობის შესახებ და ამბობენ შესაბამის განმარტებას.  საჭიროების შემთხვევაში ვეხმარები  სიტყვის მნიშვნელობის დაზუსტებაში და ვაძლევ მინიშნებას სწორი განმარტების მოსაძებნად.
 -უბრად არიან;
-ცხელ გულზე;
-მკვახედ მიახალა;
-ქვეყანა დაქცეულა, ცა  გაშავებულა;
-შავმა კატამ გაირბინა;
-თითით საჩვენებელი;
-წყენას გულში ჩაიდებს;
II ფაზა - სიღრმისეული წვდომა
აქტივობა 6. საჩვენებელი კითხვა
  ხმამაღლა ვკითხულობ ტექსტს, ვახდენ ტექსტის ლექსიკურ დამუშავებას.
აქტივობა 7. სლაიდ შოუს „გაბუტული მეგობრები“ ჩვენება -მოსმენა.
 კითხვის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვაძლევ მითითებას გადაშალონ წიგნები და ყურადღებით მიაყოლონ თვალი ტექსტს, რადგან გავაგრძელებინებ კითხვას.
მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს გაგრძელებით ინდივიდუალურად.
აქტივობა 8. როლებში კითხვა  
  მოსწავლეებს ვეუბნები რომ  ეხლა გვექნება როლური კითხვა. ზოგიერთმა მათგანმა უნდა მოირგოს ვაჩეს და ფიქრიას როლი. ვიძახებ კითხვაში გაწაფულ მოსწავლეებს და იწყებენ ინსცენირებას.
აქტივობა -9. შეკითხვების  ყუთი - დისკუსია სხვადასხვა დონის შეკითხვების დასმით, პრობლემის გამოკვეთა.    
  ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებს ვაჩვენებ „შეკითხვების ყუთს“ , რომელშიც სხვადასხვა დონის შეკითხვებია ტექსტიდან. ერთ-ერთი მოსწავლე მეხმარება და ბრმად ამოიღებს შეკითხვის ბარათს და კითხულობს ხმამაღლა მთელი კლასისთვის. მოსწავლეები ხელის აწევით მანიშნებენ რომ მზად არიან და პასუხობენ. ინდივიდუალური შეკითხვების დასმით ვეხმარები მოსწავლეებს გამართონ მსჯელობა.
-რა გახდა მეგობრების გაბუტვის მიზეზი?
-წიგნის დაზიანება.
-თქვენი აზრით ვინ იყო დამნაშავე?
-ვაჩე.
-როგორ მოიქცა ფიქრია?
-კამათის დროს როგორ იქცევა ვაჩე?
-არასწორად, რადგან ბოდიში არ მოიხადა.
-შეიძლებოდა თუ არა ჩხუბის თავიან აცილება?
-დიახ.
-როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მეგობრები , რომ საქმე გაბუტვამდე  არ მისულიყო?
-ვაჩეს პატიება უნდა ეთხოვა წიგნის დაზიანების გამო, ფიქრიას კი  - დიდსულოვნება გამოეჩინა.
- რა მოგეწონათ და რა არ მოგეწონათ მეგობრების საქციელში?
- უნდა იჩხუბონ თუ არა მეგობრებმა?
 აქტივობა 10.  სანიმუშო მეგობრობის მაგალითები   
  მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ სანიმუშო მეგობრობის მაგალითები პირადი  ცხოვრებიდან და მხატვრული ლიტერატურიდან.
III ფაზა - რეფლექსია - გააზრება
აქტივობა 11. ჯგუფური მუშაობა 
  მოსწავლეებს ვთხოვ დასხდნენ ჯგუფებად. შევახსენებ ჯგუფური მუშაობის წესებს,  შეფასების კრიტერიუმებს და ვურიგებ  დავალების ბარათებს:
I  ჯგ. –  დაახასიათე  მოთხრობის პერსონაჟები;   
II  ჯგ.-  რჩეები ფიქრიას და ვაჩეს;
III ჯგ.  - როგორი მეგობარი მინდა მყავდეს;
აქტივობა 12.  პრეზენტაცია - 2 წთ.
ჯგუფები წარუდგენენ კლასს თავიანთ ნამუშევრებს.
 აქტივობა 13.  საშინაო დავალება  
.მოთხრობა „გაბუტული მეგობრები“ თხრობით.
 წერითი დავალება „ჩემი მეგობარი“
აქტივობა 14. შეფასება
ვაფასებ მოსწავლეთა აქტიურობას, ჯგუფურ მუშაობაში თანამშრომლობას და ჩართულობას განმავითარებელი შეფასებით - კომენტარებით. ( დანართი 1. შეფასების რუბრიკა)
აქტივობა 15. თვითშეფასება
მოსწავლეები აფასებენ :
 -გაკვეთილზე რა ისწავლეს ახალი;
 -რა მოეწონათ;
 -რის გაკეთებას ისურვებენ მომავალ გაკვეთილზე.




Комментариев нет:

Отправить комментарий