განხორციელებული აქტივობები
სასწავლო
წლის დასაწყისში III კლასში სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენისას სახელმძღვანელოს შინაარსისა
და თემატიკის დამუშავებამ, საქართველოში განვითარებულმა
ტრაგიკულმა ეკოლოგიურმა კატასტროფებმა გაგვიჩინა
ინტერესი მხატვრული ნაწარმოების ბუნების საკითხებთან
კავშირზე გაგვემახვილებინა ყურადღება. გივი სიხარულიძის „ნეკერჩხალი,“ ილია სიხარულიძის
„ვისი ხარ, წყაროვ, ვისი“, შესწავლისას გამოვლენილმა ინტერესმა გადამაწყვეტინა ინტეგრირებული
გაკვეთილის ჩატარება. ლექსის „ რას მოგვითხრობს მოხუცი მეტყევე“ შესწავლისას გამოვკვეთეთ
თემა: „ტყე და ადამიანი“. ტყეზე ადამიანის საზიანო ქმედებებით გამოწვეულ ეკოლოგიურ
ცვლილებებზე ვსაუბრობდით გაკვეთილზე. კონსულტაცია გავიარე დაწყებითი კლასებისა და ბუნების
მასწავლებლებთან: მოვიპოვე საჭირო მასალა- რამდენიმე საინფორმაციო ტექსტი, შევადგინე
გაკვეთილის გეგმა, გავაცანი მოსწავლეებს. ჩვენი მიზანი იყო ლექსში ასახული პრობლემის ბუნებასთან კავშირში გააზრება.
გაკვეთილის მიზანი: ლექსის მთავარი იდეის,
დედააზრის გამოყოფა, მიზეზ-შედეგობრივი კანონზომიერების აღქმა. ადამიანის საზიანო ქმედებებით გამოწვეული ეკოლოგიური საფრთხეების დანახვა, ეკოლოგიურ თემასთან
დაკავშირებული გამაფრთხილებელი წარწერების
შედგენა, მოკლე თავისუფალი თემის დაწერა
გაკვეთილი დაიყო 7 აქტივობად.
აქტივობა
1 ვიდეორგოლის
- „ტყე და ადამიანი“ ჩვენება .
განწყობის შექმნისა და მოტივაციის
ამაღლებს მიზნით ვაჩვენე ვიდეორგოლი ხალხური სიმღერის „ტყე შეუნახე შვილებსა“ თანხლებით.
ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია, ინტერესით უყურებდნენ ვიდეორგოლს, ყურადღებით უსმენდნენ
სიმღერას. ჩვენების შემდეგ ვისაუბრეთ , სიმღერის და ვიდეორგოლის შინაარსზე .
აქტივობა 2
- წინარე ცოდნის გააქტიურება - რა ურთიერთკავშირია ადამიანებს, ტყეს, ცხოველებსა
და ფრინველებს შორის. მუშაობა მთელ კლასთან
.
აქტივობის დროს ყურადღება გამახვილდა
ბუნებაში შესწავლილ მასალაზე: ტყე, საარსებო
გარემო. მოსწავლეებმა გაიხსენეს რა არის ტყე, გამოიცნეს ტყის სახეობები და სახელები
გავრცელებული მცენარეების მიხედვით, ისაუბრეს,
რომ ტყე ადამიანს აძლევს ნობათსა და სამკურნალო მცენარეებს, შეშას, ხის მასალას,
გამოყოფს ჟანგბადს. აღნიშნეს, რომ ტყეს დედამიწის
ფილტვებს უწოდებენ, ასევე გაკვეთილზე მოსწავლეებმა
განსაკუთრებული ინტერესით ისაუბრეს ტყეზე , როგორც ცხოველთა და ფრინველთა საარსებო
გარემოზე,.
აქტივობა 3 - ლექსის გამომეტყველებით წაკითხვა, ტექსტის მხატვრული
ანალიზი. ლექსში ასახული პრობლემატიკის ჩვენება. მუშაობა მთელ კლასთან.
მოსწავლეებმა გამომეტყველებით
წაიკითხეს ლექსის თითო სტროფი და გადმოსცეს მისი შინაარსი. გაკეთებული ანალიზისა და მსჯელობის შემდეგ მოსწავლეებმა გამოკვეთეს ლექსში დასმული ეკოლოგიური
პრობლემატიკა. ისაუბრეს მათ გამომწვევ მიზეზებზე -ტყის ჩეხვასა და ხანძარზე, მათგან
გამოწვეულ საფრთხეებზე . მოსწავლეებმა დარიგებულ
ბარათებზე დაწერეს საფრთხეები, რომლებსაც ბუნებას უქმნის ადამიანი ტყის ჩეხვით და ხანძრის გაჩენით და მიაწებეს ხეზე წარწერით
- „რა მოხდება, ტყე რომ არ იყოს.“
აქტივობა 4 - ლექსის მიხედვით ადამიანის დახასიათება - ვარაუდებისა და მოსაზრებების გამოთქმა - მუშაობა მთელ კლასთან
(სლაიდი 8, 9 ) .
მოსწავლეებმა დაახასიათეს
ადამიანი, როგორც გულქვა, სასტიკი, უგულო,
ხარბი, მოძალადე, გაუნათლებელი, რომელიც გაამყარეს ლექსიდან მოყვანილი არგუმენტებით.
მათი აზრით, მხოლოდ ასეთმა ადამიანმა შეიძლება მოჭრას ხე, გაანადგუროს ბუნება. სწორედ
ამ ადამიანების სასტიკი ქმედებების გამო გადაშენდა უამრავი ცხოველი და ფრინველი, ბევრიც
გადაშენების პირასაა. მოიყვანეს მაგალითები - ნინო სურმავას საინფორმაციო ტექსტიდან
„ფოცხვერი“, სადაც კორპის მუხის ტყე გაჩეხეს და კავკასიური ფოცხვერი საფრთხეშია, ასევე ისაუბრეს ბამბუკის ტყის გაჩეხვაზე, რომელიც პანდას
საარსებო გარემოა და საფრთხეშია, მოგვაწოდეს საინტერესო ინფორმაცია უკვე გადაშენებულ
ფრინველ დოდოზე. მოსწავლეები მსჯელობის შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ გულქვა ადამიანები არ იბადებიან, ასეთებად შემდეგ
ყალიბდებიან უცოდინრობით, ან სხვისი ცუდი მაგალითით. მოსწავლეებმა დაუშვეს აზრიც, რომ
არსებობენ კეთილი ადამიანები, რომლებსაც უყვართ ბუნება და ზრუნავენ მასზე.
აქტივობა 5 - ტყისა და ტყის
ბინადართა ადამიანთან გასაუბრება-ინსცენირება, სინონიმებისა და ანტონიმების შერჩევა.
ჯგუფური მუშაობა (სლაიდი
10,11,12 ).
I და II
ჯგუფის მოსწავლეებმა კარგად გაიაზრეს
ტყისა და მის ბინადართა განცდები, ფიქრები და შესაბამისი საუბარი გამართეს. მეტად საინტერესო
იყო წიფლისა და ადამიანის, შოშიის და ადმიანის გაბაასება. მოსწავლეებმა აქტიურად ითანამშრომლეს,
გაითვალისწინეს სხვების მოსაზრებები, პრეზენტაცია ემოციურად დატვირთული იყო. განსაკუთრებით სულში ჩამწვდომი იყო ლოცვა, რომლითაც პარალელი გაავლეს
ნასწავლი მასალიდან რევაზ ინანიშვილის „ჩიტუნიას ლოცვა“, III ჯგუფის მოსწავლეებმა დიფერენცირებული
დავალება- სიტყვებზე სინონიმებისა და ანტონიმების
შერჩევა - მცირეოდენი შეცდომებით შეასრულეს.
აქტივობა 6 - ტყისა და ზოგადად ბუნების გადარჩენის განხორციელებადი გზების დასახვა, ვიდეორგოლის „პატარა მეტყევეების“’ ჩვენება. ინდივიდუალური
და მუშაობა მთელ კლასთან (სლაიდი 13,14,15,16,17,18
).
მსჯელობის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ პრობლემის მოსაგვარებლად
საჭიროა: ა)მოსახლეობისთვის საინფორმაციო ბუკლეტების
შექმნა და დარიგება; ბ)გამაფრთხილებელი წარწერების გაკვრა; გ)ხის დარგვა. მოსწავლეებმა
დარიგებულ ფურცლებზე დაწერეს გამაფრთხილებელი წარწერები. ასევე შევქმენით ტყის
გადარჩენის ვიზუალური სურათი -საქართველოს რუკაზე მიაწებეს მცენარეების, ცხოველებისა და ფრინველების
სურათები: დარგეს თავიანთი წილი ხე და გადაარჩინეს ტყე. მოსწავლეებმა ასევე ნახეს ვიდეორგოლი-
„პატარა მეტყევეები“, სადაც მესამეკლასელების მიერ ხის დარგვის კადრებია. ნიკა დავითაძე ვიდეორგოლს ახმოვანებს მორის ფოცხიშვილის ლექსით
„ხე დარგე.“ მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ
ხის დარგვას ტრადიციად გაიხდიან.
აქტივობა
7. სლაიდ შოუ -„ ზმნის დროები“-ს გამოყენებით ზმნის დრების, შესაბამისი კითხვების გახსენება და სლაიდზე მოცემული დავალების შესრულება.
აქტივობა 8. საშინაო დავალება -„ ტყის წერილი ადამიანს”
Комментариев нет:
Отправить комментарий